აშშ-ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ უცხოპლანეტელები...
ამერიკაში უმაღლეს დონეზე დაიწყეს საუბარი უცხოპლანეტელებზე
აშშ-ს ეროვნული სააგენტოს დაზვერვის ხელმძღვანელმა, ევრილ ჰეინესმა აღიარა, რომ ამოუცნობი საჰაერო ფენომენები შესაძლოა არამიწიერი წარმოშობის იყოს.
სპეცსამსახურების ხელმძღვანელისთვის, რომელსაც სხვებთან ერთად ექვემდებარება CIA-ს და FBI-ის უწყებები, პირველ რიგში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია მთავარი, რასაც, შესაბამისად, შეიძლება დაემუქროს უცხო ცივილიზაცია.
„მთავარი პრობლემა, რომელიც აწუხებს აშშ-ს კონგრესს და სხვა დეპარტამენტებს, არის ფრენის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის საკითხები“, - ციტირებს ევრილ ჰეინესის ნათქვამს გამოცემა The Sun-ი.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატების შესაბამისი დეპარტამენტები ცდილობდნენ საფუძვლიანად გაანალიზონ უცხოპლანეტელების სავარაუდო ნახვის ყველა ეპიზოდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველას გაკონტროლება შეუძლებელია.
ამრიგად, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ინციდენტი მართლაც დაკავშირებული იყოს უცხოპლანეტელებთან და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან.
გარდა ამისა, ჰეინესმა წამოაყენა წინადადება შესწავლილ იქნას სპეციალური დანაყოფის შექმნის საკითხი, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლა.
ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან, ფაქტობრივად, იგი გვთავაზობს განაახლოს ცნობილი "ლურჯი წიგნის" მსგავსი პროექტი, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა 1969 წელს.
პროექტის დახურვის მომენტში მის საქმიანობაში ჩართულმა სპეციალისტებმა დეტალურად შეისწავლეს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული 12, 5 ათასზე მეტი ინციდენტი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არცერთი შესწავლილი ფენომენი არ შეიძლება იყოს სანდო მტკიცებულება მათი არამიწიერი წარმოშობის შესახებ.
შეგახსენებთ, ბოლო ხანებში პენტაგონმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა და დაადასტურა მისი ნამდვილობა.სადაც დაუდგენელი მფრინავი ობიექტია აღბეჭდილი.ერთი გადაღებულია 2019 წლის ივლისში სან დიეგოს სანაპიროსთან საესკადრო ხომალდ "რასელიდან", ხოლო მეორე "სფერული"ამოს კადრები გადაღებულია ასევე 2019 წლის 15 ივლისს საბრძოლო კრეისერიდან USS Omaha.