„გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ..ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა მეგობარო..ჩვენ შენთან ვართ“ – როგორ ამხნევებს დათი ქოქრაშვილს ზაზა ფაჩულია
რამდენიმე წლის წინ შარტავაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დათი ქოქრაშვილმა ქვედა კიდურებზე სერიოზული დაზიანება მიიღო და დღემდე მკურნალობს.
ის ამერიკაში ოპერაციისთვის ემზადება, რისთვისაც ზაზა ფაჩულიამ სამოტივაციო ვიდეო ჩაწერა:
„დათუნა გაუმარჯოს. გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ. მინდა ამ ვიდეოთი გაგამხნევო. ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა მეგობარო.
ვიცი, რომ მებრძოლი ბიჭი ხარ და ეს ოპერაციაც წარმატებით გადაივლის, დაუბრუნდები შენს მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს. ყველაფერი კარგად იქნება. გთხოვ, რომ მაქსიმალურად ეცადო ეს პერიოდი იყო პოზიტიურად. ჩვენ შენთან ვართ,“ – ამბობს ზაზა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები