გაფრთხილება თბილისშიც და რეგიონშიც - როგორ ამინდს ელიან 29 აგვისტოს
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლოა აღინიშნოს თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთის როგორც დაბლობ, ისე მთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ აღმოსავლეთშიც, შესაძლებელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები