როგორც რიკოთმა დაიწყო სილის გაწვნა, ისე შემოსცხებს ხელუკუღმას გრუნტის ჭრა და კორპუსომანია ამ ქვეყანას - თეა გოდოლაძე

26-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გეოლოგი თეა გოდოლიძე სოციალურ ქსელში მორიგ გამაფრთხილებელ პოსტს აქვეყნებს.

გეოლოგი თვლის, რომ რიკოთის პრობლემების მსგავსად, დიდ პრობლემებს შექმნის გრუნტის ჭრა და ბევრი კორპუსების ჩადგმაც:

"როგორც რიკოთმა დაიწყო სილის გაწვნა (და ჯერ კიდევ სად ვართ, აწი უფრო გართულდება) ისე შემოსცხებს ხელუკუღმას გრუნტის ჭრა და კორპუსომანია  ამ ქვეყანას.  სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ის , რა არ ვიცით! არც სახელმწიფო მოხელეებს, არც სამშენებლო “ისტებლიშმენტს” , არც გაბიზნესმენებულ  და გამოპოლიტიკოსებულ სპორტსმენებს და “სელებრითებს” , წარმოდგენაც კი არა აქვთ ამ ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე. კარგათ ვაშენებთო, ვიცითო. ვაი თქვენს პატრონს, თქვენ რომ იცით, გრამაფონშია. ნეტა იმდენი ინგლისური იცოდეთ, გესმოდეთ, რას “მეჭორავებიან” თქვენთან შეხვედრის შემდეგ, ცოტა აზრზე მოსული ავროპელი და ამერიკელი სპეციალისტები.  მშენებლობის კუთხით, ბნელა აქო და რა გეშველებათო."


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები