როდის არის უკეთესი შხაპის მიღება დილით თუ საღამოს - რას ამბობენ ექსპერტები
მოსახლეობის ნახევარს ურჩევნია შხაპის მიღება საღამოს, მეორე ნახევარი კი დილით ამჯობინებს. ექიმმა ჯეისონ სინგმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პროფესიული მოსაზრება გააზიარა და განმარტა, როდის ჯობია შხაპის მიღება.
"როდესაც საღამოს მიიღებთ თბილ შხაპს, ის გამოყოფს მელატონინს, რომელიც კარგია თქვენი ძილისთვის. როდესაც შხაპიდან გამოდიხართ და პირსახოცს იხსნით, თქვენი სხეული ნორმალურ ტემპერატურას უბრუნდება. ეს ორი ქმედება ერთად ხელს უწყობს უკეთეს ძილს“,- აღნიშნა ექიმმა.
მისი თქმით, რეკომენდებულია საღამოს შხაპის მიღება, რადგან ის შლის ყველა სუნს და დამაბინძურებელს, რომელსაც ორგანიზმი დღის განმავლობაში იღებს. ბოლოს, ექიმმა მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს საღამოს შხაპის მიღება ურჩია, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა კანის დასატენიანებლად.
რაც შეეხება დილის შხაპს, სინგმა აღნიშნა მხოლოდ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი უპირატესობა. მისივე თქმით, ღამის განმავლობაში ოფლიანობის გამო კანი იკრავს ბაქტერიებსა და სოკოებს, რომლებიც შეიძლება იყოს მავნე და უსიამოვნო სუნის გამომწვევი, თუმცა ისინი დილის შხაპით ჩამოიბანება. ამიტომ, ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აღადგენს „კანის მიკრობიომს უფრო ჰიგიენურ დონეზე“.
ბოლოს ექსპერტმა დაამატა, რომ საღამოს შხაპს მეტი უპირატესობა აქვს, დილის შხაპს კი მხოლოდ ერთი – ჰიგიენური.