ნიცას მშობიარობას კვარაც დაესწრო - პირველი ფოტოები ჩაჩავას კლინიკიდან, სადაც პატარა დაიბადა
"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე წუთის წინ მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
"გვარში მატება გვაქვს - ქვეყნიერებას მოევლინა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი" - წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია.
სამშობიაროდან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია და წერს:
"ექსკლუზივი ჩაჩავას კლინიკიდან - ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი ჯაჯანიძე და ხვიჩა კვარაცხელია...".
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები

