შორენაზე 23 წლით უფროსია და... - ვინ არის ბეგაშვილის რჩეული, რომელსაც ის საგულდაგულოდ მალავს
ვინ არის კაცი, რომელიც წელიწადზე მეტია ცნობილ ქართველ მსახიობსა და ინფლუენსერს ანებივრებს?
შორენას ახალ საყვარელ ადამიანზე თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ. ის უკვე დიდი ხანია ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებს, მუდმივად უზრუნველყოფს საყვარელი ქალის მოგზაურობას უცხოეთში, გრანდიოზულ დაბადების დღეებს უხდის და მასთან ერთად მოგზაურობს. ბეგაშვილი მედიას დიდი ხანია არ სწყალობს და მისი რჩეულის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
ერთადერთი კადრი, სადაც შორენამ საყვარელი ადამიანი გამოაჩინაწყარო გვიყვება, რომ ის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენია, თუმცა მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამჯერად სახელისა და გვარის დაწერისგან თავს შევიკავებთ, თუმცა, 65 წლის ბიზნესმენს 42 წლის შორენა განსაკუთრებულად უყვარს, ანებივრებს, უსრულებს ნებისმიერ სურვილს და მათი ერთად ნახვისას მიხვდები, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ სიყვარულს ვერაფერს აკლებს.
წყარო: ambebi.ge