„ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება“ – რას წერს გიორგი მახარაშვილის მეუღლე ლიკა პირველის მოულოდნელ გარდაცვალებაზე
4 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ლევან პირველის და, ლიკა პირველი გარდაიცვალა – ახლობლების ცნობით, ლიკამ ძმას ღვიძლი გადაუნერგა, რის შემდეგაც მას თრომბი განუვითარდა და ლიკა პირველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„2 დღისწინ გადაუნერგა ღვიძლი ძმას, გუშინ თრომბი განვითარდა..“ – ბიზნესმენ ლევან პირველის და გარდაიცვალა
სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება მომღერალ გიორგი მახარაშვილის მეუღლე, ლეკა მიქაძე და წერს:
„ძალიან ცუდია, რომ დონორებს არ უხსნიან იმ სირთულეს, რაც ამ გადანერგვას მოჰყვება. ჩვენც გვითხრეს, 2 საათიანი ოპერაციაა და 1 თვეში მუშაობას შეძლებსო… 13-საათიანი იყო და დღემდე გადასხმებზეა წელიწადზე მეტია უკვე გასული“, – წერს ლეკა მიქაძე.
დათო ევგენიძე: „გადავრჩი.. დღეს ვარ გახარებული – მე მყავს მახარა მახარობელი“
ცნობისათვის, რამდენიმე წლის წინ, მომღერალი გიორგი მახარაშვილი იყო მუსიკოს დათო ევგენიძის დონორი – გიორგიმ დათო ევგენიძეს ღვიძლი გადაუნერგა, ოპერაცია თურქეთის-ერთ-ერთ კლინიკაში ჩატრადა. თურქეთის კლინიკაში გაუკეთეს ოპერაცია ლიკა პირველსაც.
როგორია გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: „ბევრი მეკითხება.. ეს ჩემთვის სამყაროს ნიშნავს“