„ჩემი ორგანიზმი აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ნარკოტიკისგან და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“ – გიორგი ყიფშიძე

07-08-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნიკოლოზ წულუკიძესთან საუბრისას მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა, რომ ის ნარკოტიკულ საშუალებებს აღარ მოიხმარს:

„რამდენიმე ეტაპის გავლა მიწევს. ერთ-ერთი დღეს დილით ჩამიტარდა.

ბოლო და საინტერესო ეტაპია დიდი ქვა, რომელსაც გაატან ყოველგვარ ნეგატივს, წყენას. ეს ქვა უნდა ავიტანო მაღალ მთაზე და იქიდან გადმოვაგდო. ამ ქვით 250 კმ უნდა გაიაროს ადამიანმა, დაახლოებით 5 დღის სავალი გზაა, რომელიც ფეხით უნდა გაიარო. ამ ქვას აწერია თარიღები – დაბადების და როდესაც მეორედ დავიბადე.

ახლა როგორ ვარ ? აბსოლუტურად ჩემი ორგანიზმი ყველა ნარკოტიკისგან არის თავისუფალი და ჩემი ტვინი არის გათავისუფლებული“,- აღნიშნა გიორგი ყიფშიძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები