"მითხრა რომ მოვწონდი, - ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც ასე კარგად ხუმრობსო" - ქართველი დაფნასა და არაბი ამერის სიყვარულის ამბავი

06-08-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

- ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ახლა არაბი მამაკაცის მეუღლე ხარ. მოგვიყევი, როგორ გაიცანი ის?

- ერთ მშვენიერ დღეს "სკაიპში" რაღაც აციმციმდა, შევხედე და არაბულ, ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ადამიანის ფოტომ შემომანათა. ის საუდის არაბეთიდან იყო. ესღა მაკლდა-მეთქი, - ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია. 10 დღე მისი წერილი არ გამიხსნია. მერე ვიფიქრე, - განა, ისეთს რას უნდა მწერდეს, რომ არ წავიკითხო-მეთქი? წერილში ეწერა: მოგესალმებით. მე ვარ ესა და ეს. სცენაზე ვნახე ქართული ცეკვა, გავგიჟდი ისე მომეწონა. ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვდივარ და მეგობრებს ვეძებო. გავეხუმრე: -

 უი, მართლა? შენც ჩადრი ხომ არ გახურავს და რომ ჩამოხვალ, ჩემთვისაც მის დაფარებას ხომ არ აპირებ-მეთქი? ხუმრობაში ავყევით ერთმანეთს, დაახლოებით 10 დღეში კი მაცნობა, უკვე ბილეთი ავიღეო. მითხრა ისიც, რომ მოვწონდი, - ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც ასე კარგად ხუმრობს. კომპიუტერთან ვზივარ და ხმამაღლა ვხარხარებო. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები