"თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ“ – რას წერს გიორგი მიქაუტაძის დედა სოციალურ ქსელში
როგორც ცნობილია, გიორგი მიქაუტაძე დიდი ხნის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა, რის გამოც მის წარმოშობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო.
ამასთან დაკავშირებით გიორგი მიქაუტაძის დედამ დაპოსტა:
„ხალხნო შევწუხდი! (თორემ არც კი დავწერდი) ქართველები ვართ, ქართველები! გიორგი მიქაუტაძის მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია, გასაგებია? თუ მაინც და მაინც არ იშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს არ გაგიკვირდეთ, ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღეს (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის“ – წერს გიორგი მიქაუტაძის დედა ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.