ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ამხანაგური მატჩი საქართველოში - რას ამბობს ზურა ხაჩიძე

30-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ზურა ხაჩიძე გამოდის ინიციატივით, საქართველოში მოიწვიონ ლეგენდარული ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რათა მან სიმბოლური მატჩი გამართოს ქართველ ჩოგბურთელთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან.

„ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება მოვიწვიოთ საქართველოში ნოვაკ ჯოკოვიჩი და სიმბოლურად ჩავატაროთ ჩვენს სახელოვან Nikoloz Basilashvili სანახაობრივი მატჩი! ✊🇬🇪

(ჩვენც მოგვეცემა ამ მაგარი ადამიანების შეხვედრის ნახვის საშუალება და თან არა მგონია საქართველოს გასაცნობად და პატრიარქთან შესახვედრად, დასალოცად მან უარი თქვას)“, – წერს ზურა ხაჩიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები