"ამიტომაც გაქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე!", - რას წერს სანდრო ბრეგაძე
ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადა არც თუ ისე წარმატებულად დაიწყეს.
აღნიშნულს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე გამოეხმაურა და ეს ყველაფერი უფლის გმობას მიაწერა:
,,შენს კაცობას და მართლმადიდებლობას ვენაცვალე ნოვარ ჯოკოვიჩ!!
— მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა – ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების შემდგომ , ოლიმპიადის ორგანიზატორებს დემონსტრაციულად მართლმადიდებელთა ჯვარი აჩვენა და ამითი გამოხატა პროტესტი იმ უზნეო-შეურაცხყოფის გამო რაც გახსნის ცერემონიალზე ქრისტიანობას მიაყენეს!!
— ჯოკოვიჩი არის ქრისტიანი , მართლმადიდებელი , ის არის ვაჟკაცი – განსხვავებით იმ შეშინებული ვითომ ქრისტიანებისგან,რომლებმაც დისკვალიფიკაციის შიშით ხმა ვერ ამოიღეს და გადაყლაპეს ეს უდიდესი შეურაცხყოფა !!!
P . S . ამიტომაც აქვთ ნულოვანი შედეგები ოლიმპიადაზე – უფლის სახელის გმობას მშვიდად რომ უცქერ , შემდეგ ღმერთის იმედი არ უნდა გქონდეს და ფარისევლური პირჯვარი ვეღარ უშველის!”