„საქართველოში რომ უნდა გამოვფრენილიყავი, გამისკდა ბრმა ნაწლავი“ - რას ჰყვება ნუკი კოშკელიშვილი

28-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნუკი კოშკელიშვილმა საავტორო გადაცემა "სთორიში" სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. 

ქართველმა მოდელმა და მსახიობმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნებისას ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა:

„ვცდილობ, მოვუჭირო საკუთარ თავს და არ ვიყო ცუდ განწყობაზე. თუ აჰყევი ცუდ განწყობებს და აი, ერთხელ მაინც თუ უთხარი საკუთარ თავს, მოდი ერთი დღე მეკუთვნისო, ვსო, ჩათრეული ხარ, ვეღარ გამოხვალ. ამიტომ, არ ვაძლევ საკუთარ თავს ვიყო ცუდ ხასიათზე. ყველაფერი არ მიხარია, მაგრამ ვცდილობ უარყოფით მოვლენებშიც კარგი მარცვალი დავინახო. მჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცისთვის კეთდება.

აი, მაგალითად, იმ დღეს, როცა საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავი გამისკდა ბრმა ნაწლავი. მერე რომ გავთვალე, თვითმფრინავში ბავშვთან ერთად, ვიქნებოდი ატლანტიკას რომ გადავუფრენდი მაშინ გამისკდებოდა ბრმა ნაწლავი. მომეშვებოდა ტკივილი, ვიტყოდი აღარ მტკივა და ან მკვდარი ჩამოვიდოდი, ან მძიმე პერიტონიტით. დეპრესიული არ ვარ, მოვიწყენ თუ ერთ ოთახში ჩავწვები. ამის არც ფუფუნება მაქვს, არც ნერვები რომ ვიდრამო“,- ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები