ყოველი ადამიანი მოსიარულე ბომბია! რა მოჰყვება დიდ გადართოებას, როცა გაფართოების ძალაზე მეტი გრავიტაცია გახდება

03-11-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ასტროფიზიკამ დიდი გზა გაიარა და მრავალი საინტერესო ეგზოპლანეტისა და სხვა კოსმოსური საოცრების აღმოჩენა მოახერხა, მაგრამ იქ უამრავი საიდუმლო არსებობს. ფიზიკა დაგვეხმარება გარკვეული შეფასებებისა და პროგნოზების გაკეთებაში, მაგრამ ჯერჯერობით მკაფიო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ბევრ საკითხზე, და ორი რამ, რაც მეცნიერებს ჯერ კიდევ ტვინს უბურღავს, არის ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. ზოგიერთი რამ ცნობილია ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ, მაგალითად, რამდენია (ბევრია!) და როგორია მათი გავლენა სამყაროზე. უბედურება ის არის, რომ ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს რეგულარულ მატერიასთან, ამიტომ მისი გამოვლენის საშუალება არ არსებობს. იმედია მომდევნო ათწლეულში შეივსება ჩვენი გაგების ხარვეზები.

ჩვენ მოსიარულე ბომბები ვართ

ეს ფიზიკის ერთ – ერთი ყველაზე მომხიბლავი ფაქტია. აინშტაინმა აღმოაჩინა, რომ მასა და ენერგია სინამდვილეში ურთიერთშემცვლელნი არიან - ერთი შეიძლება გადაიქცეს მეორედ და პირიქით. მასის შესაქმნელად საჭიროა წარმოუდგენელი ენერგია და უზარმაზარი ენერგიის შესაქმნელად - მხოლოდ მცირე რაოდენობით მასა. ეს ნიშნავს, რომ თუ შენი სხეულის მთლიან მასას ენერგიად გარდაქმნით, გამოიყოფა ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა! ჰოდა, იფიქრეთ, რა ხდება ადამიანის სიკვდილის დროს!

დიდი კრახი

ეს ფიზიკის დადასტურებული და დასაბუთებული ფაქტია, რომ სამყარო განუწყვეტლივ ფართოვდება - თუ სამყარო რაიმე მასიურ ხრიკს არ მოგვიგონებს და არ დაგვასურპრიზებს მანდემიასავით!

ჩვენ ვიცით, რომ სამყარო ფართოვდება, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება შორეულ მომავალში, ექსპერტები არ არიან მთლად დარწმუნებულები.

ერთი თეორია არის ის, რომ გრავიტაცია საბოლოოდ უფრო ფართო გახდება, ვიდრე გაფართოების ძალა - სამყარო დაიწყებს შეკუმშვას და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ერთი დიდი აფეთქება მოხდეს.

კიდევ ერთი თეორია ისაა, რომ გაფართოების ძალა ერთ მშვენიერ დღეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მთელი სამყარო "დიდ ხვრელში" გაიყაროს, რეალობის ქსოვილმა შეიძლება გაანადგუროს - ახლა ეს გონებისთვის მნძიმე და ტვისაჭყლეტი აზრია, თუმცა აბსოლურურად ფიზიკის კანონების ჩარჩოებში


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები