სამყაროში საბოლოოდ ყველაფერი მთლიანად აორთქლდება — ახალი კვლევა
სტივენ ჰოკინგის ცნობილი თეორიის თანახმად, დროთა განმავლობაში შავი ხვრელები ორთქლდება და თანდათან მასას კარგავენ; ამას განაპირობებს რადიაციის უცნაური სახე, რომელსაც მოვლენათა ჰორიზონტის მიერ მიმდებარე გარემოს განადგურება წარმოშობს.
თუმცა, როგორც ჩანს, მოვლენათა ჰორიზონტი ამ პროცესში შეიძლება არც ისე კრიტიკულ როლს ასრულებდეს. ნიდერლანდების რადბუდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსების — მაიკლ ვონდრაკის, ვალტერ ფონ სუილეკომისა და ჰეინო ფალკის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ამავეს შეიძლება განაპირობებდეს საკმარისად ციცაბო „ფერდობი“ სივრცე-დროის გამრუდებაში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ან რაღაც, რაც მას ძალიან ჰგავს, შეიძლება, მხოლოდ შავი ხვრელებით არ შემოიფარგლებოდეს. ის შეიძლება ყველგან იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ორთქლდება.
ჰოკინგმა მათემატიკურად აჩვენა, რომ მოვლენათა ჰორიზონტმა შეიძლება ხელი შეუშალოს კვანტური ველების ქაოსში მოტრიალე ფლუქტუაციების კომპლექსურ ნაზავს. გაუქმებული ტალღები ამას ვეღარ აკეთებენ და წარმოქმნიან დისბალანსს ალბათობებში, რის შედეგადაც ჩნდება ახალი ნაწილაკები.
მისი განცხადებით, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ამან სამყაროში ყველაფრის თანდათანობით აორთქლება უნდა გამოიწვიოს, შავ ხვრელთა მსგავსად. ეს კი ცვლის ჩვენს წარმოდგენას არა მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის შესახებ, არამედ ჩვენს ხედვას სამყაროსა და მის მომავალთან მიმართებაშიც.
თუმცა, უახლოეს მომავალში სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვთ. მზის მასის მქონე შავ ხვრელს (რომლის მოვლენათა ჰორიზონტის დიამეტრიც სულ რაღაც 6 კმ იქნება), აორთქლებისთვის 1064 წელიწადი დასჭირდება.
წყარო: 1tv.ge მეცნიერება