"მოსახლეობის საყურადღებოდ, ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა... - რას წერს თეა გოდოლაძე

27-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

სე­ის­მო­ლო­გი თეა გო­დო­ლა­ძე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ბოლო დროს მომ­ხდარ მი­წისძვრებ­ზე წერს. ამ­ბობს, რომ ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან, რა­ტომ გახ­შირ­და ქვე­ყა­ნა­ში მი­წისძვრე­ბი. სე­ის­მო­ლო­გის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წისძვრე­ბი არ გახ­ში­რე­ბუ­ლა და ყო­ველ წელს სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დღე­ში 30-35 მი­წისძვრაა.

ის მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, თავი შე­ი­კა­ვონ არას­წო­რად აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში.

"მო­სახ­ლე­ო­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ. ხში­რად მწერთ, რომ მი­წისძვრე­ბი გახ­შირ­და, რო­დე­საც მაგ­ნი­ტუ­და 3-ს ზე­მოთ, ჩვენს ვებგ­ვერ­დზე ვაქ­ვეყ­ნებთ მო­ნა­ცემს. ეს ასე არ არის მე­გობ­რე­ბო. არ გახ­ში­რე­ბუ­ლა მი­წისძვრე­ბი, ყო­ველ წელს ასე ხდე­ბა და ყო­ველ წელს იგი­ვე ემო­ცი­ით გვწერთ სა­შუ­ა­ლოდ, სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დღე­ში 30-35 მი­წისძვრაა, ჩვე­ნი სე­ის­მუ­რი ქსე­ლის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

გა­აჩ­ნია სე­ის­მუ­რი სად­გუ­რე­ბის და­ფარ­ვის გე­ო­მეტ­რი­ა­სა და სიხ­ში­რეს. თუ მომ­ყო­ლი მი­წისძვრე­ბია, მა­შინ სტა­ტის­ტი­კა მკვეთ­რად იც­ვლე­ბა. გა­აჩ­ნია მთა­ვა­რი ბიძ­გის სიძ­ლი­ე­რეს, ან მი­წისძვრა­თა გუნ­დის სიძ­ლი­ე­რეს.

ტექ­ტო­ნი­კუ­რად ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ტე­რი­ტო­რია გვერ­გო, სა­მა­გი­ე­როდ უსაშ­ვე­ლოდ ლა­მა­ზი. მი­წისძვრე­ბი ხდე­ბო­და, არის და კი­დევ ბევ­რი მი­ლი­ო­ნი წელი მოხ­დე­ბა, მათ შო­რის ძლი­ე­რიც. ამი­ტომ, ნუ იყი­დით სახ­ლებს ფურ­თხით აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებ­ში და ნუ დატ­ვირ­თავთ ქა­ლა­ქებს კორ­პუ­სე­ბის გა­უ­ვა­ლი ჯუნ­გლე­ბით. მი­წისძვრის დროს, ვე­ღა­რა­ვინ გიშ­ვე­ლით. მი­ბა­ძეთ გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს.

უსაშ­ვე­ლოდ ლა­მა­ზია ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი ამე­რი­კა, კა­ნა­და.. გა­უფრ­თხილ­დით სა­კუ­თარ თავს, მო­მა­ვალ თა­ო­ბებს და ქვე­ყა­ნას, თო­რემ ძლი­ე­რი მი­წისძვრის შემ­დეგ დარ­ჩე­ბა უქარ­თვე­ლო სა­ქარ­თვე­ლო, ასე თუ გა­აგ­რძე­ლეთ და ამო­ა­კორ­პუ­სეთ ქვე­ყა­ნა" - წერს გო­დო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და. ერთ-ერთი დღეს და­ფიქ­სირ­და დაბა ჩხო­რო­წყუს­თან, სო­ფელ თა­ი­ას­თან. მი­წისძვრის სიმ­ძლავ­რემ 4.3 მაგ­ნი­ტუ­და შე­ად­გი­ნა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები