"ციხეში სხვისი დანაშაულისთვის ვიყავი, რიგ-რიგობით გვეძინა", - რას იხსენებს ლაშა გურგენიძე

25-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ქართველ მსახიობ ლაშა გურგენიძეს რამდენიმე წლის წინ ციხეში 6 თვე აქვს გატარებული, თუმცა როგორც თავად ამბობს, არაფერი დაუშავებია.

გურგენიძემ აღნიშნულ საკითხზე ჟურნალ გზასთან ისაუბრა:

„ციხეში შემთხვევით მოვხვდი, ასე ვთქვათ, ჩემი მეგობრის მაგივრად, რადგან ბუნებრივია, მას არ „ჩავუშვებდი“. 6 თვე იქ გავატარე. ერთ კამერაში რომ ხარ სხვებთან ერთად, გარშემომყოფებისგან ბევრ რაღაცას სწავლობ. 38 კაცი ვიყავით 22-კაციან კამერაში და რიგრიგობით ვიძინებდით. ყველას ჩვენ-ჩვენი დრო გვქონდა. ციხიდან რომ გამოვედი, მერე ჩავაბარე სტომატოლოგიურზე, შემდეგ თეატრალურზე და სრულიად ახალი ცხოვრება დავიწყე.

ასეთი პერიოდი ძალიან ბევრი მქონდა, რამაც დამანგრია სულიერად, მაგალითად, დედის გარდაცვალებამ. ის ჩემთვის ყველაფერი იყო და ახლაც ასეა. ამ განსაცდელმა მასწავლა, რომ არ უნდა ვიფიქროთ, მე ეს რატომ დამემართა, როცა სხვები კარგად არიანო. ჯოჯოხეთიც და სამოთხეც ერთად არის ცხოვრებაში. მთავარია, არ გაბოროტდე, თორემ მერე სულ ჭაობში იძირები…“


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები