ლევან საგინაშვილი: „15 წელი იცოდა, რომ მიყვარდა", - ჰალკის სიყვარულის ისტორია
ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა ჟურნალ თბილისელებთან საუბრისას თავისი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.
ჰალკმა აღნიშნა, რომ თავისი მეორე ნახევარი 15 წელია უყვარს, ხოლო მისი რჩეული სიყვარულში 3 წლის წინ გამოუტყდა:
„მე და ლელა, უკვე სამი წელია, ერთად ვართ, მაგრამ ჯვრისწერასა და ქორწილს ჯერ ვერ მოვაბით თავი. ვერც ვგეგმავთ, რადგან არ ვიცით, ამისთვის როგორ მოვიცლით. სექტემბრისთვის კი გვინდოდა, მაგრამ დეკემბერში ამერიკაში მიწევს შეჯიბრებაზე წასვლა და ვერ მოვახერხებ. ახლახან ჩემი ძმის ქორწილი იყო, ვიდეო დავდე, რძალთან რომ ვცეკვავ და ყველას ქორწილი ეგონა (იცინის). მინდა, კარგი ქორწილი გადავიხადო, მაგრამ ჰერ ვერ მოვიცალე, თან,ფინანსურადაც არ ვარ ამისთვის მზად.
მე და ლელა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, პირველად 15 წლის წინ ვნახე… მე თავიდანვე შემიყვარდა, ლელასაც ჰქონდა სიმპათიები. მაშინ ფინანსურადაც მჭირდა, სპორტით აქტიურად ვიყავი დაკავებული და სხვადასხვა ქალაქში ცხოვრების გამო ერთმანეთის ნახვას ხშირად ვერ ვახერხებდით. ეს იყო მიზეზი, რომ დაოჯახება 15 წლის მერე გადავწყვიტეთ. ლელამ 15 წელი იცოდა, რომ მიყვარდა, თავად კი სამი წლის წინ გამომიტყდა სიყვარულში…“