„ერთი წელია, შეყვარებული ვარ“ – რას ამბობს ნუცა ბუზალაძე რჩეულზე

23-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნუცა ბუზალაძე საქართველოშია - მომღერალმა თავის პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე იმედის ეთერში ისაუბრა.

ბუზალაძე ამბობს, რომ უკვე 1 წელია, შეყვარებულია:

„ უკვე ერთი წელია, შეყვარებული ვარ. საკმაოდ ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, ამიტომ არასდროს არ ვასაჯაროებ. ბავშვობიდან ყოველთვის იმის შიში მქონდა, როგორ უნდა შემეთავსებინა სიყვარული კარიერას, როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია, როცა შენ მეორე ნახევარეს, ეს კი არ აშინებს, პირიქით ხელს გიწყობს, რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია იყო და ყველგან გაანათო, სადაც შეძლებ. ეს ნამდვილი ფუფუნებაა. ჩემი რჩეული ხელოვნების სფეროდან არაა, თუმცა შეხება აქვს ძალიან ბევრ ხელოვანებთან. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, ამ სფეროდან“, – აღნიშნა ნუცამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები