„უთქვენობის ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი…“ - რას წერს გელა დაიაური მუცოს ტრაგედიაზე

23-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა –  „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ხრამში გადავარდა, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – პოეტის გელა დაიაურის მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი, დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული ოჯახით და გელა დაიაურის ცოლის და.

ტრაგედიიდან დღეს 14 წელი გავიდა.

„საძულველი 22/07-2010… უთქვენობის 14 ტკივილიანი, სევდიანი და სიცარიელის წელიწადი…. გაცხონოთ უფალმა….“ , – წერს გელა დაიაური.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები