“ფრანკენშტაინი“ რეალობად იქცა - ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, რომელსაც ადამიანის ტვინი...

06-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ჩი­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა შექ­მნეს “ფრან­კენშტა­ი­ნი“ - რო­ბო­ტი, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს. რო­გორც dailymail იუ­წყე­ბა, რო­ბო­ტი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­მოზ­რდი­ლი ტვი­ნით მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის იდენ­ტუ­რია. ის რო­ბო­ტის “ნერ­ვულ სის­ტე­მას­თან“ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ჩი­პის გა­მო­ყე­ნე­ბით ურ­თი­ერთქმე­დებს.

ტვი­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რო­გორც ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი და AI ალ­გო­რით­მის გა­მო­ყე­ნე­ბით აი­ძუ­ლებს რო­ბოტს გა­და­ად­გილ­დეს, და­ი­ჭი­როს ობი­ექ­ტე­ბი და თა­ვი­დან აი­ცი­ლოს დაბ­რკო­ლე­ბე­ბი.

მნე­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, ტვი­ნი ავ­ლენს ინ­ტე­ლექ­ტის ნიშ­ნებს. ისე­ვე რო­გორც ადა­მი­ა­ნის ტვინს, - აქვს კი­დუ­რე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის უნა­რი. რო­ბოტს არ აქვს თვა­ლე­ბი და რე­ა­გი­რებს მხო­ლოდ ნე­ი­რო­ნე­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი ელექტრუ­ლი და სენ­სო­რუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბით.

ტვი­ნის შე­საქ­მნე­ლად ჯგუფ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი - ეს არის უჯრე­დის ტიპი, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში არ­სე­ბობს.

გუნ­დის გან­ცხა­დე­ბით, ტექ­ნო­ლო­გია ჯერ კი­დევ სა­ჭი­რო­ებს დახ­ვე­წას, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი მიღ­წე­ვაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები