ქალმა აღმოაჩინა, რომ მეგობარი ბიჭი სინამდვილეში მისი ძმა იყო

13-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

კონექტიკუტში, ქალმა დნმ-ის ტესტის საშუალებით აღმოაჩინა, რომ საშუალო სკოლაში სწავლის დროს თურმე თავის ნახევარძმას ხვდებოდა.

ამ ამბავმა ის „ტრავმირებული დატოვა“. წლების შემდეგ, ქალმა ტესტი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გაიკეთა და ასეთი უცნაური რამ აღმოაჩინა. 

ამ ამბავში გასაკვირი მხოლოდ ეს არ არის - როგორც აღმოჩნდა, ვიქტორია ჰილის ბიოლოგიური მამა 20-ზე მეტი ადამიანის სპერმის დონორი იყო. გამოდის, რომ ქალს 20-ზე მეტი ასეთი „ნათესავი“ ჰყავდა. 

სწორედ იმ  და-ძმიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა ბიჭი, ვისაც ჰილი საშუალო სკოლაში უკვე კარგად იცნობდა. 

„ჩემს ნახევარ ძმასთან ინტიმური ურთიერთობა მქონდა. ამის შესახებ მაშინ არც ვიცოდით“, - ამბობს ვიქტორია. 

ჰილის ამბავი განიხილება ნაყოფიერების თაღლითობის ექსტრემალურ ნიმუშად. ამასთან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვინმეს თავის ნახევარ და-ძმასთან შემთხვევით „ინტიმური კავშირი“ ჰქონდა ასეთი დონორის გამოყენების შემდეგ. 

Primetime.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები