"ყველა ეს ფოტო მე-20 საუკუნეშია გადაღებული", - რას წერს ინგა გრიგოლია
ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მისი, როგორც ჟურნალისტის, საქმიანობა კითხვების დასმაა და არა მაამებლობა:
"ეს ფოტოები გასული საუკუნისაა. ყველა მეოცე საუკუნეშია გადაღებული. იქიდან მოყოლებული, თუ რამე პრობლემა შემქმნია ცხოვრებაში, როგორც ჟურნალისტს, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ისეთ კითხვებს ვსვამდი, რაც არ მოსწონდათ…
მაგის მერე იმდენი წელი გავიდა, უკვე 21-ე საუკუნეში ვართ და რავი… ჯერ კი ვარ იმ ყუთში, ტელევიზორი რომ ჰქვია. იდოს მაინც ეს ფოტოები, გამახსენებს, რომ კითხვების დასმაა ჩემი საქმე და არა მაამებლობა“, – წერს ინგა გრიგოლია.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები