ცნობილია ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული არასრულწლოვანის ვინაობა

12-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. დაღუპული 17 წლის ირაკ­ლი ირე­მა­ძეა.

17 წლის ბიჭი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. სამუშაოებს კომპანია "ალიგატორი 1" აწარმოებდა.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ მოზარდს ფეხი დაუცურდა და სახურავიდან ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის გარდაცვლილი დახვდათ. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები