კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს მზის სისტემა და მათ შორის დედამიწა - ახალი კვლევის გასაოცარი შედეგი
თუ ხანდახან მაინც გეფქრებათ, რომ მზის სისტემის პლანეტები შეიძლება სისტემას მოსწყდეს და გალაქტიკაში გაიტყორცნოს, შეგიძლიათ, ასეთი ფიქრები თავიდან ამოიგდოთ.
ახალი გათვლების მიხედვით, ჯერ სულ მცირე 100 000 წელი კიდევ გვაქვს, ვიდრე ეს მოხდება.
ახალ კვლევაში, ბულგარეთის სოფიას უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა, ანგელ ჟივკოვმა და ივაილო ტუნჩევმა წარმოადგინეს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ მზის სისტემა შემდეგი ასი ათასი წლის განმავლობაშიც სტაბილური იქნება, მათ შორის რვავე პლანეტა და პლუტონი.
მათი გათვლები, რომლებიც ჯერ რეცენზირებული არ არის, აჩვენებს, რომ ამ სხეულთა ორბიტები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მზის სისტემა ხომ უკვე 4,5 მილიარდი წელიწადია არსებობს. თუმცა, სულაც არ არის ადვილი იმის მოდელირება და პროგნოზი, როგორ შეიძლება მოიქცეს ის მომავალში.
რა თქმა უნდა, მზის სისტემის მომავლის გამოთვლების მიზნით ჩატარებულია მრავალი კვლევა, რომლებიც მოწინავე კომპიუტერულ სისტემებს იყენებენ მილიონობით და მილიარდობით წლის განმავლობაში პლანეტების მოძრაობის მოდელირების მიზნით.
წყარო: 1tv.ge მეცნიერება