“ისინი მე არ დამიხოცავს, მათ დახოცეს და დამემუქრნენ” – რა ახალ დეტალებზე ალაპარაკდა მწყემსი
რამდენიმე წლის წინ ხადას ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - ამერიკელი ცოლ-ქმარი და 4 წლის შვილი მოკლეს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავე მწყემსი მალხაზ კობოური იყო, რომელმაც დანაშაული აღიარა და სასჯელს იხდის.
როგორც ახლა თავად ბრალდებული ამბობს, სმიტების ოჯახი მას არ მოუკლავს და სინამდვილეში ეს ორმა უცხო მამაკაცმა გააკეთა:
“ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ”, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობის შესახებ მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ოჯახი რამდენიმე დღით გაუჩინარდა. მათი ყველა წევრი მოკლული იპოვნეს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები