მკვლელო ასტეროიდი უკვე დედამიწასთანაა - სად შეგიძლიათ და როდის მისი დანახვა

11-07-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

დე­და­მი­წას ორი უზარ­მა­ზა­რი ას­ტე­რო­ი­დი უახ­ლოვ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­ათ­ში 58000 მი­ლის სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ისი­ნი ამ კვი­რა­ში, ჩვენს პლა­ნე­ტას­თან საკ­მა­ოდ ახ­ლოს ჩა­ივ­ლი­ან.

მკვლევ­რებ­მა 7600 ფუ­ტის სიგ­რძის ციურ ობი­ექტს 2011 UL21 უწო­დეს. ას­ტე­რო­ი­დის და­ნახ­ვა ყვე­ლა­ზე კარ­გად ჰა­ვა­ის კუნ­ძულ მა­უ­ნა კე­ა­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მე­ო­რე ას­ტე­რო­ი­დი, სა­ხე­ლად სა­ხე­ლად აპო­ფი­სი, დე­და­მი­წის ზე­და­პირ­თან ისე ახ­ლოს გა­ივ­ლის, რომ მისი და­ნახ­ვა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლი­თაც კი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა 2011 UL21-ს, ის პირ­ვე­ლად 2022 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს - მეც­ნი­ე­რებ­მა ამ ას­ტე­რო­იდს მეტ­სა­ხე­ლად "პლა­ნე­ტის მკვლე­ლი" უწო­დეს, რად­გან შე­ჯა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი თით­ქმის ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე გავ­რცელ­დე­ბა.

რო­გორც გა­ირ­კვა, მისი და­ფიქ­სი­რე­ბა ამ დრომ­დე იმი­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბო­და, რომ იგი მზის სი­ნათ­ლე­ში იმა­ლე­ბო­და — შე­სა­ბა­მი­სად, ტე­ლეს­კო­პე­ბი მსგავს სი­კაშ­კა­შე­ში ობი­ექტს ვერ ხე­დავ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ას­ტე­რო­ი­დი ჩვენს პლა­ნე­ტა­სა და ვე­ნე­რას შო­რის იმ­ყო­ფე­ბა, რე­გი­ონ­ში, რომ­ლის შე­სას­წავ­ლა­დაც მზის­კენ გა­ხედ­ვაა სა­ჭი­რო. მზის ნა­თე­ბას კი ტე­ლეს­კო­პე­ბის სის­ტე­მე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა შე­უძ­ლია.

მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მზის სის­ტე­მის მიმ­დე­ბა­რე რე­გი­ონ­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე „მკვლე­ლი ას­ტე­რო­ი­დი“ უნდა იყოს — და მათი ტრაქ­ტო­რია, დიდი ალ­ბა­თო­ბით, დე­და­მი­წი­სას არ ემ­თხვე­ვა. მთლი­ა­ნო­ბა­ში ას­ტრო­ნო­მე­ბი ამ­ჟა­მად 2 200-ზე მეტ პო­ტენ­ცი­უ­რად სა­შიშ ას­ტე­რო­იდს იკ­ვლე­ვენ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი დე­და­მი­წას­თან ახ­ლოს მოძ­რა­ობს, სი­გა­ნე კი 1 კი­ლო­მეტრს აჭარ­ბებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები