„მეგონა არავის მოეწონა, თავიდან მაგრად ვინერვიულე", - რას ამბობს მგზავრების სოლისტი

10-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მგზავრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ სიმღერა "საქართველოა" გამოუშვეს, რომელიც ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გახდა. კლიპი ახლაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გიგი დედალამაზიშვილმა ამ საკითხზე პოსტვ-ს ეთერში ისაუბრა:

რთულია საქართველოზე იმღერო, იმდენად ბევრი განსაკუთრებული სიმღერა გვაქვს, რომ იმღერო სამშობლოზე – რთული და საპასუხისმგებლო თემაა… ამ სიმღერის შექმნის მუზა, ბიჭები იყვნენ, როცა ბიჭებმა განსაკუთრებით გაგვახარეს, გადავწყვიტეთ მიგვეძღვნა მათთვის.

თავიდან მეგონა კლიპი არავის მოეწონა, დღე ნახევარი მაგრად ვინერვიულე… არ ვიცოდი მაშინ ბიჭებმა მოისმინეს თუ არა, რომ ჩამოვიდნენ ბიჭები, ჩვენთან მოვიდნენ თეატრში და სწორედ იქ ვუმღერეთ „საქართველო“… ამ ფეხბურთელებზე მეტად მე არავინ არ მიყვარს…“ – ამბობს მომღერალი.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები