"მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი, ვინც მადლიერია ბიძინასი ამისთვის", - ხუხაშვილი

06-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებისთვის საქართველოს ნაკრებმა ბიძინა ივანიშვილისგან 30 მილიონი ლარი მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მადლიერება გამოხატა, რასაც საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

სიტუაცია შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა გია ხუხაშვილმაც:

“მე გახ­ლა­ვართ ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი იმ ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მე­ლიც მად­ლი­ე­რია ბი­ძი­ნა­სი იმის­თვის, რაც კარ­გი გა­უ­კე­თე­ბია ბევ­რის­თვის და მათ შო­რის ჩემ­თვის. ამა­ზე ბევ­რი მი­წე­რია წიგნ­ში.ასე­ვე ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ვარ იმ ადა­მი­ა­ნის, რო­მე­ლიც მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს მას იმ და­მან­გრე­ვე­ლი, მან­კი­ე­რი პო­ლი­ტი­კის­თვის, რომ­ლი­თაც ქვე­ყა­ნა კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზე და­ა­ყე­ნა და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­შო­რე­ბის­თვის.

არ არ­სე­ბობს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ბო­რო­ტე­ბა, ისე­ვე რო­გორც არ არ­სე­ბობს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­კე­თე. ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ადა­მი­ა­ნის შე­ქე­ბა, თუ ის რამე კარ­გს გვი­კე­თებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს სი­ჩუ­მეს, თუ იგი­ვე ადა­მი­ა­ნი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვანს აფუ­ჭებს.წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ამ ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან”, – წერს ხუ­ხაშ­ვი­ლი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები