ფიზიკოსებმა საბოლოოდ დაადასტურეს აინშტაინის საოცარი პროგნოზი - ისტორიული აღმოჩენა

23-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა დეტალურად გამოავლინეს მექანიზმი, რომლითაც მატერია შავ ხვრელში მოვლენათა ჰორიზონტის მიღმიდან ჩაედინება.

როგორც ამას აინშტაინის გრავიტაციის თეორია პროგნოზირებს, არსებობს წერტილი, რომელზეც მატერია შავი ხვრელის გარშემო მოძრაობას წყვეტს და პირდაპირ მასში ჩაედინება, სწრაფად ვარდება უკან არდაბრუნების წერტილს მიღმა.

ამჯერად, აქტიური შავი ხვრელის რენტგენულ მონაცემებში, მეცნიერებმა საბოლოოდ იხილეს იმის მტკიცებულება, რომ ეს „ჩავარდნის რეგიონი“ მართლაც არსებობს.

„აინშტაინის თეორია პროგნოზირებს, რომ ეს საბოლოო ჩაშვება უნდა არსებობდეს, მაგრამ ამის მტკიცებულებას პირველად მივაგენით. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც ჩანჩქერზე ვარდება. ამ დრომდე ჩვენ მდინარეს ვხედავდით. ჩანჩქერი პირველად დავინახეთ“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ენდრიუ მამერი.

წყარო: 1tv.ge, მეცნიერება


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები