"მთელი ნაეკი მიყურებდა, როგორ წერს ეს ბიჭიო", - ვინ არის აბიტურიენტი, რომელიც ხელების ანომალიით დაიბადა

04-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გიორგი ზარქუა აბიტურიენტია, რომელიც ხელების ანომალიით დაიბადა და გამოცდა სპეციალურ პირობებში დაწერა. 

ამასთან დაკავშირებით იგი პალიტრავიდეოს ესაუბრა:

ფეხით ვწერდი კლავიატურაზე, რეალურად ქართულში ორმაგი დრო მომცეს, 6 საათი, გამოვიყენე 3 საათი და 52 წუთი, მარტო ვიყავი 2 დამკვირვებელთან, ფაქტიურად მთელ NAEC- თან ერთად, ყველას აინტერესებდა ნეტა როგორ წერს ეს ბავშვიო…

დავიბადე ხელების ანომალიით, მარტივად რომ ვთქვა ხელების გარეშე ამას რა თქმა უნდა ჩემს ცხოვრებაში ხელი არასოდეს შეუშლია, პირიქით გამოწვევა გამოწვევაზე მოდიოდა, უფრო საინტერესო გახადა ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ხელებით ჩემი ცხოვრება ამაზე მეტად საინტერესო იქნებოდა… ვფიქრობ, რომ კარგად, ნორმალურად დავწერე გამოცდა…

მონიშნული მაქვს ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები… მინდა რომ ფსიქოლოგი – პოლიტიკისკენ წავიდეს ჩემი კარიერა“, – ამბობს გიორგი ზარქუა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები