ვერ დავმალავ, ნამდვილად გამიკვირდა!", - რას წერს ირმა სოხაძე გუშინდელ შეხვედრაზე

03-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa
ვერ დავმალავ, ნამდვილად გამიკვირდა!", - რას წერს ირმა სოხაძე გუშინდელ შეხვედრაზე

გუშინ ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დედაქალაქში ჩამოვიდა, სადაც ათასობით ქომაგი დახვდა.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებისთვის უკვე ძალიან ახლო სიმღერის, "გაიღიმეს" მოსმენის საშუალება ფეხბურთელებსა და ქომაგებს არ მიეცათ, რაზეც კომენტარს ტექსტის ავტორი ირმა სოხაძე აკეთებს:

„ვერ დავმალავ, გამიკვირდა! შეიძლება შემსრულებელი არ მოგწონდეს, არც ავტორებზე გიჟდებოდე, მაგრამ სიმღერას, ლექსს, თვითონ ფეხბურთელებს და ხალხს რას ერჩი, არ მესმის. მგონი, იგნორირება და სხვა სიმღერის, თუნდაც ძალიან კარგის, სამჯერ გაჟღერება ვერაფრით შეცვლის იმ რეალობას, რომ “ზღაპრის ბოლო კეთილია” ბოლო პერიოდის ქართული ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მეტი რომ არ ვთქვა! და შეკრების ბოლოს, უფონოგრამოდ, თვითონ ფეხბურთელებისთვის რომ მიეცათ ამ მისამღერის გაჟღერების საშუალება, ვითომ უკეთესი არ იქნებოდა?!

 რა ვიცი, რა ვიცი… ის კი ვიცი, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია,“ მუდამ! დასასრული კი ამ გამარჯვებებს აღარ ექნება!“ – წერს ირმა სოხაძე.

ვერ დავმალავ, ნამდვილად გამიკვირდა!", - რას წერს ირმა სოხაძე გუშინდელ შეხვედრაზე

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები