"ვიდეოს გადაღება მინდოდა, რა კარგად მოძრაობს ჰაერში მეთქი". - რას ჰყვებიან სუ-25-ის ჩამოვარდნის თვითმხილველები

02-07-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბოლნისში სამხედრო წვრთნის დროს თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა, მფრინავი კახაბერ ზურაბიშვილი კი გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით თვითმხილველმა კომენტარი გააკეთა:

„ვუყურებდი, რადგან თვითმფრინავის ხმა ტელეფონზე საუბარში ხელს მიშლიდა. [ამ დროს] ავარდა უცებ, აღარ ჩანდა და შემდეგ დაეშვა. ბავშვმა მითხრა აფეთქდაო. კვამლი იყო. ქალები წავედით ხორბლის ყანებში, იქნებ ჩამოვარდაო [ადამიანი]. მერე გვითხრეს, რომ დაღუპულა“, – უთხრა „მთავარ არხს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

„გადაგვიფრინა და ზემოთ აიწია ჰაერში. მინდოდა ვიდეოს გადაღება, რა კარგად მოძრაობს ჰაერში-მეთქი. ისე კარგად დაფრინავდა. ბოლი შევნიშნეთ და მერე სახანძრო და საპატრულო მანქანები გამოჩნდა“, – იხსენებს „ტვ პირველთან“ კიდევ ერთი თვითმხილველი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები