ეს 2.3 მილიონ წელში ერთხელ ხდება, პლანეტა მარსის უნიკალური მოქმდება დედამიწაზე - რა გავლენა აქვს ჩვენზე
მარსი და დედამიწა ერთმანეთს ნელა, კოსმოსურად „ეცეკვებიან“, რასაც ფარული ეფექტი აქვს ოკეანის სიღრმეში არსებულ ციკლებზე.
ზღვის სიღრმეების გეოლოგიური ჩანაწერის ახალი ანალიზების მიხედვით, ორ პლანეტას შორის გრავიტაციული ურთიერთქმედება განაპირობებს ღრმა ოკეანური დინებების ციკლურ ცვლილებას, რაც ყოველ 2,4 მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება. ეს აღმოჩენა მეცნიერებს დედამიწის მომავალი კლიმატის უკეთესად შესწავლასა და პროგნოზირებაში დაეხმარება.
„გავოცდით, როდესაც ღრმა ზღვის დანალექების მონაცემებში ეს 2,4-მილიონ-წლიანი ციკლები აღმოვაჩინეთ. ამის ახსნის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — ისინი დაკავშირებულია მზის გარშემო მოძრაობისას მარსსა და დედამიწას შორის ურთიერთქმედებათა ციკლებთან“, — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი ადრიანა დუტკიევიჩი.
წყარო: 1ტვმეცნიერება