"ამის გამო, საქართველოში ხალხი მორალურად განადგურებულია, ფეხბურთი ერთადერთია, რაც..." - რას აცხადებს სოსო პავლიაშვილი

23-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა Sport Express-თან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა.

"საქართველოში ხალხს პოლიტიკა მორალურად ანადგურებს, ახლა ფეხბურთი მათთვის ერთადერთი შვებაა და ეს მთელ ქვეყანას აერთიანებს.

მინდა, რომ საქართველოში მსგავსი ატმოსფერო ევროპის ჩემპიონატის შემდეგაც გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ მალე იქ არჩევნები იქნება და მძიმე პერიოდი დაიწყება. აუცილებელია, რომ ერთიანობის განცდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში იყოს", - განაცხადა პავლიაშვილმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები