"უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ..." - რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს დაკარგული პროფესორის მეუღლე

20-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მე­ო­რე დღეა, რაც თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­უღ­ლემ ირმა მა­ლა­ცი­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ, თუმ­ცა აქამ­დე მის შე­სა­ხებ ოჯახს არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

ირმა მაცალაძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

"უცნობმა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ კიკვიძის პარკის გადასწვრივ დაინახა ძალიან მსგავსი გარეგნობის კაცი. დაბნეულად გამოიყურებოდაო. ახლა მივდივართ, იქნებ კამერები ვნახოთ. ვინმეს, მანდ ახლოს ვინც ხართ, ხომ არ შეგიმჩნევიათ. კინო საქართველოსთან გადავიდაო", - წერს მალაციძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები