მეცნიერების მორიგი დიდი აღმოჩენა - ეს დაავადება ნეანტერდალელისგან მომავალი დნმ-იდან მოდის

20-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ჩვენს ძლიერ შორეულ ევოლუციურ წარსულში, დიდი ალბათობით ერთზე მეტჯერ, ნეანდერტალელების დნმ-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა ჩვენსას შეერია, რამაც სამუდამოდ დაგვამჩნია კვალი თითქმის ყველაფერში — დაწყებული იმით, თუ როგორ ებრძვის ჩვენი სხეული დღეს დაავადებებს, ჩვენივე გარეგნობით დამთავრებული.

დიდი ცხვირი ადამიანს შეიძლება ნეანდერტალელებისგან ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

აშშ-ის კლემსონის უნივერსიტეტისა და ლოიოლას უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ ნეანდერტალებისგან მიღებული ზოგიერთი დნმ შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან, რადგან ნეანდერტალელებისგან მიღებულ დნმ-ში სპეციფიკური პოლიმორფიზმები (ვარიაციები) უფრო ხშირია აუტიზმის მქონე ადამიანებში.

ჯგუფმა ჯამში 3442 ადამიანის დნმ შეისწავლა, როგორც აუტიზმის მქონე, ისე არმქონე პირების. კავშირი გამოიკვეთა შავკანიან არაესპანურ წარმომავლობის პირებში, თეთრკანიან ესპანური წარმომავლობისა და თეთრკანიან არაესპანური წარმომავლობის ადამიანებში, მაგრამ თითოეულ ამ პოპულაციაში ბალანსი განსხვავებული იყო.

წყარო: 1ტვმეცნიერება


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები