„შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, „პატენტი“, - ბექა ოდიშარია ინცინდენტზე
რუსულ კანონზე ხელმოწერის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატებს სხვადასხვა ადგილებზე მოქალაქეები დისკომფორტს უქმნიან.
გამონაკლისი არც ბექა ოდიშარია ყოფილა, რომელსაც ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში გაბრაზებული მოქალაქე შეხვდა.
ოდიშარიამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"გუშინ გახლდით დიდ მარკეტში, ჩემს სახლთან შორიახლოს, მქონდა სტუმრიანობა. შორიახლოდან გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო, პატენტი, „ფეიკ“ დომენიკო ახლად თავმოჭრილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, დახლებს შორის, რომელმაც მომაძახა, რომ შენ ხარ რუსულ კანონზე ხელმომწერი.
მე, რა თქმა უნდა, რუსულ კანონზე ხელმომწერი არ ვარ, ბუნებაში არ არსებობს არანაირი რუსული კანონი. არსებობს ქართული კანონი და ახლა თუ, 100-დოლარიანი ერთჯერადი მოხმარების პიროვნება არ ხარ, რა უნდა სანზონელი თუ გლდანელი კაცს, ღამის 12-ის ნახევარზე, კრწანისში სუპერმარკეტში რა უნდა?“- აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.