ასეთი რამ ივნისის თვეში არასდროს მომხდარა - ივანე ჩხაიძის საგანგაშო განცხადება

11-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ქვეყანაში სეზონური გრიპები ცირკულირებს. შემთხვევების მატების გამო, კლინიკებში გაზრდილია მიმართვიანობა. ვირუსების გავრცელების მაჩვენებელზე დღეს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ისაუბრა.

ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში რესპირაციული განყოფილება დღეს სრულად შევსებულია. სპეციალისტები ამბობენ, რომ სეზონური ვირუსების პერიოდი წელს გახანგრძლივებულია და, ბოლო წლებში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 8 თვის განმავლობაში ვირუსი აქტიურად ცირკულირებს.

“საქართველოში არ ყოფილა არასდროს ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები დაფიქსირებული იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არის ახლა. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, 14%, 16%, 18% – ასეთია გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, ბოლო კვირების განმავლობაში კლინიკებში.

მომართვიანობა რჩება შეუფერებელი ივნისის თვისთვის. 25 საწოლზე არის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, ახლა ჩვენ გვიწევს ალბათ 40-ზე მეტი პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ გრიპისა და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი არის გახანგრძლივებული,“ – აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

წყარო: რუსთავი 2


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები