"ადამიანებად მათი აღზრდა ვერ მოახერხეთ, თუმცა ეს არც ახლაა გვიანი" - გორგილაძე

11-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ქართული ოცნების მიერ ორანიზებული ძალადობრივი ჯგუფები უკვე რეგულარულად ძალადობენ პოლიტიკოსებსა თუ აქტივისტებზე.

დღეს დილას ზუკა ბერძენიშვილს რამდნეიმე ადამიანი უკნიდან მიეპარა და სასტიკად გაუსწორდა, რასაც დათო გორგილაძე გამოეხმაურა:

„იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო, და-ძმებო… ადამიანებად მათი აღზრდა რომ ვერ მოახერხეთ, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ რაღაც არც ახლაა დაგვიანებული.

აჯობებს დღეს მოიყვანეთ ეგენი გონს, თორემ ხვალ იქნება თუ ზეგ მოგიწევთ სასამართლო დარბაზში ცრემლების ღვრა და იმის მტკიცება, რომ დააძალეს, სინამდვილეში კარგი ადამიანია, იძულებული გახდა… დაგვიანებული იქნება მერე. გინდათ თქვენ ეგ?“ – წერს დათო გორგილაძე.


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები