ძლიერი სეტყვა, ქარი და ნალექი - უქმეებზე ამინდის გაუარესებას ელიან

08-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.


სინოპტიკოსების ცნობით, 8-10 ივნისს დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.


მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები