„ჩემი ნახევარძმა ჩემი კლასელი აღმოჩნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც 7 წელი ვი­ჯე­ქი ერთ მერ­ხზე" - 39 წლის ასაკში ნაპოვნი ბიოლოგიური ოჯახი - სულისშემძვრელი ისტორია

07-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

9-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, ქალ­ბა­ტონ­მა ნინო მძლე­ურ­მა 39 წლის ასაკ­ში ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს მი­აკ­ვლია და რო­გორც აღ­ნიშ­ნავს, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ძმა ის ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ერთ მერ­ხზე იჯდა.

"მე მო­გიყ­ვე­ბით რო­გორ ვი­პო­ვე ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი. მა­შინ 8 წლის ვი­ყა­ვი, ზა­ფხუ­ლი იყო, ბე­ბია სახ­ლს ალა­გებ­და, რო­დე­საც ტყა­ვის ჩე­მო­დან­ში სა­ქა­ღალ­დე ვი­პო­ვე. ბავ­შვუ­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და­ვი­წყე კი­თხვა. მას­ში სა­უ­ბა­რი იყო სახ­ლის კარ­თან და­ტო­ვე­ბულ ნაც­რის­ფერ "პი­ლი­ონ­კა­ში" გახ­ვე­ულ ბავ­შვზე, რო­მე­ლიც ოჯახ­მა იპო­ვა და შვი­ლად აიყ­ვა­ნა. ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­სას ია ერ­ქვა. სა­უ­ბა­რი იყო აყ­ვა­ნილ გო­გო­ნა­ზე.

ბე­ბი­ამ რომ და­ი­ნა­ხა სა­ქა­ღალ­დეს ვკი­თხუ­ლობ­დი, ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯა, რას კი­თხუ­ლო­ბო. იმ დღის შემ­დეგ, ოჯახ­ში ეს სა­ქა­ღალ­დე აღარ მი­ნა­ხავს. წლე­ბი რომ გა­ვი­და მივ­ხვდი, რომ სა­უ­ბა­რი იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რზე და ნაშ­ვი­ლე­ბი მე ვი­ყა­ვი. გა­ვი­კე­თე გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით და­მე­კონ­ტაქ­ტა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე და მი­თხრა, რომ ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი იპო­ვეს.

ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ წლე­ბის ნაშ­რომ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. რო­დე­საც დავ­მშვიდ­დი, მივ­წე­რე, დე­დის მხრი­დან ბი­ო­ლო­გი­ურ დას, ვთხო­ვე დამ­კონ­ტაქ­ტე­ბო­და. ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, რაც თა­ვი­დან გა­უკ­ვირ­და. მი­თხრა, იქ­ნებ გეშ­ლე­ბათ, დე­დას მხო­ლოდ ორი შვი­ლი ჰყავ­სო. რო­დე­საც ნა­თე­სა­ვებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დე, მე­ო­რე დღეს უკვე იცოდ­ნენ ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დის ნა­თე­სა­ვებ­მა, რომ მე ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი, გა­მოვ­ჩნდი და ვე­ძებ­დი. ასე­ვე გა­ი­გო ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დე­დამ, მაგ­რამ ჯერ არ დამ­კონ­ტაქ­ტე­ბია. მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ორ დღე­ში მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ბი­ო­ლო­გი­ურ მა­მა­ზე და მისი ფოტო ჩა­მიგ­დეს. ყვე­ლა­ზე დიდი შოკი მა­შინ მი­ვი­ღე რო­დე­საც ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­მის გვერ­დით და­ვი­ნა­ხე ბავ­შვი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც შვი­დი წელი ვი­ჯე­ქი მერ­ხზე.

ჩემი ნა­ხე­ვარძმა მა­მის მხრი­დან აღ­მოჩ­ნდა ჩემი კლა­სე­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა და მა­მის მე­უღ­ლე ერთ დროს იყ­ვნენ ორ­სუ­ლად. ჩემი ძმა ათი დღით ჩემ­ზე პა­ტა­რაა, მყავს ასე­ვე სამი წლით უფ­რო­სი და. ისი­ნი არ ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა და მისი მე­უღ­ლე. ამ ფაქ­ტის მოწ­მე და-ძმის­თვის არა­ვინ არის. მი­თხრეს, რომ სჭირ­დე­ბათ დრო, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღონ და და­ი­ჯე­რონ. იმე­დია, ეს დღეც დად­გე­ბა".

წყარო:


Facebook კომენტარები
სხვა სიახლეები