"ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, მხოლოდ ერთელ უთქვამს..." - რას ამბობენ ქუთაისში გარდაცვლილ 8 წლის ფეხბურთხელზე

06-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ფეხბურთეი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბავშვს გული გაუჩერდა.

"ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, ანევრიზმა. ერთხელ უთქვამს მხოლოდ ცოტა ვერ ვარო და ანალიზებზე უთხრეს ყველაფერი კარგად არისო. არც ვიცი რა ვთქვა იმ კლინიკაზე," - წერენ სოციალურ ქსელში.

რა არის ანევრიზმა?

ის საშიში დაავადებაა, რადგან ხშირად უსიმპტომოა და, შესაძლოა, ის სწორედ გასკდომის შემდეგ გამოვლინდეს. მისი გასკდომა კი ზოგჯერ ლეტალურად სრულდება.

ვის შეიძლება დაემართოს დაავადება?

თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.

palitravideo.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები