"მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს", - პატრიარქი

05-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ილია მეორემ წერილი გამოაქვეყნა:

„დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რედ­გი­ნე­ბა რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი - ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სა­ლო­ცა­ვებს რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლურს, ისე სხვა ქრის­ტი­ა­ნულ­სა და არა ქრის­ტი­ა­ნულს. იგი, ფაქ­ტი­უ­რად, გაგ­რძე­ლე­ბაა წინა გა­მო­ცე­მე­ბი­სა, - „თბი­ლის­ში მოქ­მე­დი სა­ლო­ცა­ვე­ბი, -სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბე­ბი“ (რო­გორც ამას ავ­ტო­რე­ბი უწო­დე­ბენ) და „,ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა“.

ამ წიგ­ნე­ბით დას­რულ­და აღ­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ტაძ­რე­ბი­სა და სა­ლო­ცა­ვე­ბი­სა და აღ­სრულ­და უდი­დე­სი საქ­მე - შე­დე­გი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მი­სა, წარ­მომ­ჩე­ნი ჩვე­ნი მრევ­ლის, ჩვე­ნი მღვდელმთავ­რე­ბის და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მუ­შა­კო­ბი­სა;

მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა ნათ­ლად ასა­ხავს, შე­და­რე­ბით მცი­რე პე­რი­ოდ­ში თუ რამ­დე­ნი ტა­ძა­რი აღ­დგა, რეს­ტავ­რირ­და და რამ­დე­ნიც ახ­ლად აშენ­და სა­დი­დებ­ლად ღვთი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­ლად ერი­სა ჩვე­ნი­სა.

ეს არის XXI სა­უ­კუ­ნის I მე­ო­თხე­დის ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თგვა­რი სუ­ლი­ე­რი ფოტო-მა­ტი­ა­ნე.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი თა­ვის­თა­ვად ითხოვს გაგ­რძე­ლე­ბას. ვგუ­ლის­ხმობ თუნ­დაც იმ ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებ­სა და სა­ლო­ცა­ვებს, რომ­ლე­ბიც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ არის მოქ­მე­დი ან ნან­გრე­ვის სა­ხი­თაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მათი აღ­წე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გვქონ­დეს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მის შე­სა­ხებ. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია, სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნაც...

მინ­და დავ­ლო­ცო ზაზა ვა­შაყ­მა­ძე, რომ­ლის მონ­დო­მე­ბით და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბის და­ბეჭდ­ვა და არა­ერ­თი სხვა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მო­ცე­მა; დავ­ლო­ცო მისი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი და შემ­დგო­მი წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო მათ საღვთო და საქ­ვეყ­ნო საქ­მე­თა აღ­სრუ­ლე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო ოდით­გან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლია შემ­წყნა­რებ­ლო­ბით, რა­საც მოწ­მობს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში სხვა რე­ლი­გი­ე­ბის არა­ერ­თი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის არ­სე­ბო­ბაც. მი­უ­ხე­და­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რწმე­ნი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებს და გვა­ერ­თი­ა­ნებს.

შევ­თხოვ ღმერ­თს, მშვი­დო­ბი­თა და ერ­თო­ბით აკურ­თხოს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია პატ­რი­არ­ქის წე­რილ­ში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები