"გოგო მინდოდა, მაგრამ მეორეც ბიჭია. სულ ამას ვიძახი - ღმერთი რამდენსაც მომცემს, იმდენი მეყოლება", - თედო ბექაური

05-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ცეკვავენ ვარსკვლავების გამარჯვებულის, თედო ბექაურის ოჯახში, ახალი და სასიხარულო ამბავია - ანა ხუციშვილი მეორე შვილზეა ფეხმძიმედ.

როგორც ხუციშვილი ამბობს, მას ქმრისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი არ მოუწყია:

"დიდი არაფერი სიურპრიზი არ მომიწყვია, აფთიაქში ჩასვლა მოვიმიზეზე და რომ ამოვედი, ვეხუმრე, სატყუარა ვიყიდოთ, აწი დაგვჭირდება-მეთქი. თედო შოკში იყო."

"ზოგადად, ძალიან ემოციური ვარ, ბევრი ვიტირე. სულ ვიძახი, ღმერთი რამდენ შვილსაც მომცემს, იმდენი მეყოლება-მეთქი. გოგო მინდოდა, მაგრამ ბიჭია. მესამე იქნება გოგო", - თქვა თედომ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები