ზურა ბერიკაშვილი საქართველოში გადმოიყვანეს – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

05-06-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია - ის ბოლო თვეების განმავლობაში უცხოეთში მკურნალობდა.

პრაიმტაიმთან საუბრისას მისმა სიძემ ნიკო ნანიტაშვილმა განაცხადა, რომ ზურა სამშობლოში დააბრუნეს:

“უკეთესობა არაფერია, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაა, სისხლი სჭირდება და ოჯახის წევრებს, როგორც შეგვიძლია ვაბარებთ სისხლის ბანკში. ხალხის შეწუხება არ გვინდა და ვცდილობთ სანათესავო, რომ ჩვენი სისხლით გავუმკლავდეთ. ქავთარაძეზე, ლეჩკომბინატის სისხლის ბანკში, ნებისმიერ სისხლს იბარებენ და შემდეგ ზურას რომელიც სჭირდება, იმაში ცვლიან“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნიკო ნანიტაშვილმა.

როგორც ირკვევა, ის ლეჩკომბინატში იქნება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები