"ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ, ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრები ხდება - მოხდება მომავალშიც" - რას წერს თეა გოდოლაძე

04-06-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე სოციალურ ქსელში ონთან მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რომლის მაგნიტუდა 5.1-ს შეადგენდა, წერს:

"ეს არ არის ძლიერი მიწისძვრა, ეს არის საშუალო კლასის მიწისძვრა. ძლიერ მიწისძვრათა კლასი იწყება მომენტის მაგნიტუდა 6-დან. ეპიცენტრი იყო რაჭაში. თქვენამდე ვიდრე მოვიდა ტალღა, გზაში ენერგია დაცხრა და მაინც როგორ შეშინდით. ჰოდა, ყოველთვის გაგიმეორებთ, გაფრთხილებთ. ამ ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრები ხდება, სამწუხაროდ, რაჭა 1991 წელი, მაგნიტუდა 7. მოხდება მომავალშიც. სამწუხაროდ, არ ვიცით სეისმოლოგებმა, ზუსტად სად და როდის. იცხოვრეთ კარგ სახლში, სხვაგვარად დაუცველნი ხართ! მოითხოვეთ უსაფრთხო საცხოვრისი!"


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები