როგორ გაიგო ტრისტან სარალიძემ, რომ სიმსივნე ჰქონდა - რას ჰყვება მარინა კახიანი
რამდენიმე დღის წინ ცნობილი ქართველი მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა.
რადიო ფორტუნას ეთერში მარინა კახიანმა ტრისტანის ცხოვრების ბოლო პერიოდზე ისაუბრა და სიმსივნის შემდეგი პერიოდი გაიხსენა:
"სუნთქვის გაძნელების შემდეგ, ექიმთან მივიდა და სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თურქეთშიც გადაფრინდა. იქიდან დამირეკა, ისეთი შემართებით იყო, კარგად ვარო… პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ თეატრშიც ვნახე, შემდეგ კი ძალიან მალე განვითარდა ყველაფერი. ერთი თვით ადრე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ. მაგ დროს მკურნალობდა, რომ დამირეკეს, შოკი მქონდა, თუმცა რატომღაც არ დავიჯერე ეს ამბავი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მონახავს, ვერ წავედი, სულ ვამბობდი, მერე, ცოტა მოგვიანებით მოვინახულებ-მეთქი. ეს იყო საკუთარი თავის დაზოგვა."
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები