"კამათი არ მომხდარა" - რატომ წავიდა მანუ მურღულია "ნიკოს ბენდიდან"
სახელისუფლებო მედიის "პოსტვ"-ს მუსიკალური ბენდიდან მომღერალი და ტელეწამყვანი მანუ მურღულია წავიდა.
როგორც ირკვევა, "ნიკოს ბენდი" მურღულიამ მოულოდნელად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. Ambebi.ge-სთან საუბრისას ბენდის ხელმძღვანელმა ნიკო ნანიტაშვილმა აღნიშნა, რომ მათ შორის კამათი არ ყოფილა:
"მისი წასვლა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. სამწუხაროა, რომ ის ბენდიდან წავიდა. ყოველ შემთხვევაში, არავითარი ჩხუბი, კამათი არ მომხდარა, ძალიან მშვიდად წავიდა."
AMBEBI.GE დაუკავშირდა მანუ მურღულიასაც, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები